|
2023-11-02 13:15:03, 671 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ანტონი - არცერთი მღვდელმთავარი არ არის, რომელიც პატრიარქის გადადგომას მხარს დაუჭერს
ყველა წინააღმდეგი ვართ - არცერთი მღვდელმთავარი არ არის, რომელიც მხარს დაუჭერს პატრიარქის გადადგომას,- ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, ანტონ ბულუხიამ განაცხადა. როგორც მეუფე ანტონმა სინოდის სხდომის დაწყებამდე მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სინოდი ერთიანია. "პატრიარქი არის პატრიარქი. ის არის მხცოვანი და პატივს იმსახურებს ყველა ჩვენგანისგან. ყველას მაკურთხეველია და საქართველოს უყვარს... გაძლევთ გარანტიას, რომ სინოდი ერთიანია. ეს საკითხი არ დადგება. თვითონ შეიძლება გამოიტანოს ეს საკითხი, მაგრამ ჩვენ შევეწინააღმდეგებით... მე მგონია, რომ მეუფე შიოს [მუჯირი] საკმარისი უფლებამოსილება აქვს, მეტი რაღა უნდა გაფართოვდეს",- განაცხადა მეუფე ანტონმა. ცნობისთვის, დღეს, 2 ნოემბერს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა იმართება. სინოდის სხდომა წელს მეორედ ტარდება, პირველად წმინდა სინოდი მიმდინარე წლის 14 თებერვალს შეიკრიბა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)