04:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-02 12:37:52, 781 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ მხარდაჭერით „შავი ლომი“ ახალ სეზონს იწყებს

„თიბისის“ მხარდაჭერით, პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ ახალ, ისტორიულ სეზონს იწყებს. „თიბისი“ ქართული რაგბის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე გულშემატკივრობის შემდეგ კვლავ აქტიურად აგრძელებს ამ სპორტის ხელშეწყობას და ამჯერად „შავ ლომს“ ევროპის საკლუბო ტურნირზე დაუჭერს მხარს.

„შავი ლომი“ წელს ზედიზედ ორ ევროპის საკლუბო ტურნირს ითამაშებს. გუნდი ევროპის სუპერ თასის ორგზის გამარჯვებულია და წელს გამარჯვებისთვის მესამედ იბრძოლებს, რის შემდეგაც, პირველად ისტორიაში, ქართული გუნდი ევროპის ჩელენჯ თასში ჩაერთვება. ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირში, ჩელენჯ თასში ჩართვა ქართული რაგბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თბილისს ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა უძლიერესი სარაგბო კლუბი ეწვევა. მთელი ამ ბრძოლის განმავლობაში, „თიბისი“ გუნდს აქტიურად უგულშემატკივრებს და მორიგი მსოფლიო აღიარების მოპოვებაში დაეხმარება.

სუპერ თასში მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებს. თამაში განახლებული ფორმატით ჩატარდება. ტურნირის სადებიუტო თამაში 9 დეკემბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და ქართული გუნდი ინგლისს დაუპირისპირდება.

მომდევნო ორი თამაში უელსსა და საფრანგეთთან შედგება, ტურნირი კი 20 იანვარს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დასკვნითი ეტაპით დასრულდება.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics