|
2023-11-02 10:56:24, 817 ნახვა
მსოფლიო
ბაიდენი ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტზე - საჭიროა პაუზა, რათა მძევლების გათავისუფლება მოხდეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელსა და "ჰამასს" შორის კონფლიქტი უნდა დაპაუზდეს იმისთვის, რომ მძევლების გათავისუფლება მოხდეს. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ბაიდენმა მინესოტაში გამართული საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე განაცხადა მას შემდეგ, რაც აუდიტორიაში მყოფმა ქალმა პრეზიდენტს მიმართა, რომ ისრაელსა და "ჰამასს" ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდოს. "ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება პაუზა. პაუზა ნიშნავს, რომ დრო დავუთმოთ მძევლების გამოყვანას",- თქვა ბაიდენმა. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სიტუაცია როგორც ისრაელელებისთვის, ასევე მუსლიმური სამყაროსთვის "წარმოუდგენლად რთულია". ”მე მხარი დავუჭირე ორი სახელმწიფოს გადაწყვეტას. საქმე ის არის, რომ "ჰამასი" ტერორისტული ორგანიზაციაა",- აღნიშნა ბაიდენმა. მოგვიანებით, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ პრეზიდენტი გულისხმობდა ჰუმანიტარულ დახმარებას და 240 მძევლის გათავისუფლებას, რომლებიც ღაზას სექტორში, "ჰამასის“ ტყვეობაში იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)