|
2023-11-02 09:56:45, 722 ნახვა
მსოფლიო
ისააკ ჰერცოგი - „ჰამასი“ ისრაელის ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის სიძულვილის გაღვივებას ცდილობს
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასი" ისრაელის ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის სიძულვილის გაღვივებას ცდილობს. ჰერცოგმა, რომელმაც ოთხშაბათს, საღამოს მოსახლეობას მიმართა, ისრაელის მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა. „მტერი ცდილობს ჩვენში სიძულვილის გაღვივებას - ებრაელ მოქალაქეებსა და არაბ მოქალაქეებს შორის. ასეთ მცდელობებს უნდა ებრძოლო უკომპრომისოდ და ცალსახად. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ მტრობის, რასიზმისა და ძალადობის ყოველგვარი განსახიერება ჩვენში არსებული სხვადასხვა ჯგუფის მიმართ“,- განაცხადა ჰერცოგმა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ისრაელში არაბი მოსახლეობის მნიშვნელობას და ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული „ფსიქოლოგიური კამპანიის“ შესახებაც ისაუბრა. „მათ სურთ ჩვენი შეშინება ვიდეოებით, ჭორებითა და ტყუილებით. ისინი ცდილობენ, ფსიქოლოგიურად გაგვტეხონ, გატეხონ ჩვენი პიროვნული და ეროვნული სული. ჩვენ არ მივცემთ მათ ამის საშუალებას“,- თქვა ჰერცოგმა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გამარჯვებასა და ყველა მოქალაქისთვის უსაფრთხოების აღდგენასთან ერთად, ისრაელისთვის პრიორიტეტად "ჰამასის" მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლება რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)