|
2023-11-01 20:13:12, 726 ნახვა
საზოგადოება
მერია - ზემო ფონიჭალაში ახალი სკვერი გაიხსნა
კრწანისის რაიონს, კერძოდ, ზემო ფონიჭალას ახალი სკვერი შეემატა, რომელიც დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მის მოადგილესთან, კახა გულედანთან და კრწანისის რაიონის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, 13 000 კვ. მ ტერიტორიაზე მოეწყო საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები, სპორტული მოედანი, ველობილიკი, სკეიტ პარკი, ძაღლების სასეირნო სივრცე, შადრევანი და ამფითეატრი. „კიდევ ერთი სკვერი მოეწყო დედაქალაქში, კერძოდ, ფონიჭალაში. ძალიან სასიამოვნო გარემოა. მახსოვს, როცა სამუშაოები იწყებოდა, რამდენად მძიმე მდგომარეობა იყოს აქ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული პრობლემები იყო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას. კომპანიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და მოგვიწია მასთან თანამშრომლობის შეწყვეტა. მეორე კომპანიასთანაც ანალოგიური პრობლემა შეიქმნა. მესამე კონტრაქტორის პირობებში დასრულდა პროექტი. მინდა, დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, თუმცა დღეს ყველა ბედნიერია, ძალიან სასიამოვნო გარემოა. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დასახლებულ უბანს შეემატა სკვერი, რომელშიც დიდებისა და პატარებისთვის, ყველასთვის არის გათვალისწინებული შესაბამისი სივრცეები“, - განაცხადა კახა კალაძემ. მათივე ინფორმაციით, ტერიტორია გამწვანდა, დაირგო ხე-მცენარეები და სხვადასხვა სახის ყვავილები. სკვერის გახსნასთან დაკავშირებით, გაიმართა საბავშვო-გასართობი აქტივობები ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა, ასევე თბილისის ბიგ ბენდის კონცერტი. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე, ასევე, პარლამენტის წევრები – ნოდარ ტურძელაძე და ბექა ოდიშარია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)