04:26 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 17:29:35, 666 ნახვა

საზოგადოება
საბინე მახლი - რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს, გაერო ნამდვილად აქებს საქართველოს მთავრობას

საქართველოში სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში უამრავი პროგრესი, უამრავი ცვლილება განხორციელდა და ჩაეყარა საფუძველი უამრავ რეფორმას. შესაბამისად, რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია ახლა უკვე ძალიან ეფექტურად მიმდინარეობს,- ამის შესახებ გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა, საბინე მახლმა დღეს საერთაშორისო კონფერენციზე განაცხადა.

მისი თქმით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუშაობს, მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ქალთა უფლებებისა და გენდერული ბალანსის დასაცავად.

საბინე მახლმა აღნიშნა, რომ რეაბილიტაცისა და რესოციალიზაციის პროცესი წარმოუდგენელია მსჯავრდებულთათვის სასწავლო პროგრამებისა და პროფესიული გადამზადების ხელმისაწვდომობის, სტიგმატიზაციის დაძლევის გარეშე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა მარტო შესაბამისი პროგრამების არსებობა, არამედ მათი აღსრულება და რომ ამ თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობა სამაგალითოა.

„საქართველო მნიშვნელოვან პროგრამებს ახორციელებს ამ მიმართულებით... ეს პროგრამები ძალიან კარგია და არა მარტო საკანონმდებლო დონეზე, არამედ პრაქტიკაშიც უნდა ხორციელდებოდეს და გაერო ნამდვილად აქებს საქართველოს მთავრობას ამ პროგრამების აღსრულების თვალსაზრისით. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჩვენ თვითონაც ვმონაწილეობთ ამ კონკრეტულ ინიციატივებში",- აღნიშნა მან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics