|
2023-11-01 11:51:32, 488 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს ახალი დირექტორი ჰყავს
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ახალი დირექტორი, კახა აბულაძე წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძემ კახა აბულაძეს აღნიშნული საქმიანობის წარმატებით განხორციელება უსურვა. „კახა აბულაძე აქამდე მუშაობდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე, მანამდე კი თბილისის მერიაში ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე. კახა აბულაძე მედიცინის დოქტორია და მშობლიურ უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ვფიქრობ, მის ცოდნასა და გამოცდილებას წარმატებით მოახმარს ბაგა-ბაღების განვითარებას“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)