|
2023-11-01 11:41:42, 519 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - სამგორის რაიონში მდებარე კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, კეთილმოწყობილი კორპუსი აშენდება
სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე მესამე კატეგორიის ავარიულობის მქონე შენობის ნაცვლად, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტით 26 ოჯახი ისარგებლებს. „აღნიშნულ მისამართზე მცხოვრებ მოსახლეობასთან გაიმართა კონსულტაცია, შევთანხმდით კორპუსის დემონტაჟზე, რომლის ნაცვლად კი თანამედროვე საცხოვრებელი სახლი აშენდება. მოლაპარაკებების დროს ხშირად ადგილობრივები ითხოვენ ფართების გაზრდას, რაც შეუძლებელია. მუნიციპალიტეტი იძლევა ზუსტად იმ რაოდენობის ფართს, რაშიც ისინი ცხოვრობდნენ. აღნიშნული პროგრამით ბევრ ოჯახს დავეხმარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მომდევნო წლებში ავარიული კორპუსები ახალი საცხოვრებელი სახლებით ეტაპობრივად ჩანაცვლდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)