05:47 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 11:13:10, 534 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის განვითარება და მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს - თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბურჭულაძემ სენაკის სამხედრო ბაზაზე დასრულებული და მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. 

"მინისტრმა მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე განახლებული ყაზარმის შენობა დაათვალიერა, რომელსაც კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. ყაზარმის ოთახებში დაეგო ახალი იატაკი; განახლდა კედლები, ჭერი, განათების სისტემები; შენობა აღიჭურვა ახალი ინვენტარით. ბრიგადის ტერიტორიაზე გამოიცვალა საინჟინრო კომუნიკაციებიც. თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, სამხედრო ბაზაზე 300 მეტრი სიღრმის ჭაბურღილი გაკეთდა, რომელიც  სამხედრო ბაზის  წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს. მინისტრის განცხადებით, სხვადასხვა სამხედრო ბაზაზე ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგების დამოუკიდებელი  წყაროების შექმნას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. 

ინფრასტრუქტურის განახლებისა და მშენებლობის მიმართულებით ბოლო ოთხ წელიწადში დაახლოებით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა, რამაც ინფრასტრუქტურული ობიექტების მდგომარეობა თვისობრივად გააუმჯობესა. 2024 წელს, ამ მიზნით, თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. მხოლოდ მიმდინარე წელს შენდება 20 ობიექტი და რემონტდება 50 ობიექტზე მეტი",- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics