|
2023-10-31 18:16:44, 666 ნახვა
მსოფლიო
ღაზას სექტორში „ჰამასთან“ სასტიკი სახმელეთო ბრძოლები მიმდინარეობს
ისრაელის შეუარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღაზას სექტორში „ჰამასთან“ სასტიკი სახმელეთო ბრძოლები მიმდინარეობს. ისრაელის არმიამ ასევე განაცხადა, რომ „ათობით ბოევიკი“ მოკლეს. ადგილობრივი მედია ამტკიცებს, რომ ისრაელის არმია ჩრდილოეთ და სამხრეთ ღაზას შორის გზის გაჭრას ცდილობს. ჯარი ასევე მუშაობს იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე, სადაც დააკავეს 38 ადგილობრივი მცხოვრები, მათ შორის ჰამასის 8 წევრი. არმიამ აღნიშნა, რომ დაკავებულებს იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩნდათ. IDF ტანკები მიიწევენ წინ, რამდენიმე ფრონტზე, ქალაქ ღაზას ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთით.ინფორმაციას არაბული წყაროები ავრცელებენ. კომუნიკაციების პრობლემების გამო, ბოლო 24 საათია, სექტორში მიმდინარე სამხედრო ოპერატიულ ინფორმაციას, მხოლოდ ცაჰალი ავრცელებს და ისიც დროში დაგვიანებით. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ღაზას სექტორში 7 ოქტომბრის შემდეგ დაიღუპა 8525 ადამიანი, მათ შორის 3542 ბავშვი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)