05:41 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 15:18:59, 574 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლდა - ცენტრს 17 ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი სასწრაფოს დახმარების მანქანით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტისთვის სრულფასოვანი პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა, ოპერატიულად იქნება შესაძლებელი.

"განახლებული ავტოპარკი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მოადგილე ილია ღუდუშაურთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ალექსანდრე კუტიბაშვილთან ერთად დაათვალიერა. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. გაიხსნა გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი, საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ადმინისტრაციული ოფისი, სადაც 324 თანამშრომელი მუშაობს. მიმდინარე წელს, მეორედ გაიზარდა  თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურება, რომელიც  2024  წლიდან ისევ მოიმატებს. დაინერგა ახალი სტანდარტები და კრიტერიუმები, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები უნდა აკმაყოფილებდნენ. 

ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 120 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა, მათ შორის, 15 რეანიმობილი, ჯანდაცვის სამინისტრომ, 2023 წლის ივლისში შეიძინა. მათი გადანაწილება გადაუდებელი დახმარების ცენტრებში  ეტაპობრივად გრძელდება. ავტომობილები, ჯანდაცვის სამინისტრომ, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით შეიძინა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics