|
2023-10-30 20:41:57, 618 ნახვა
მსოფლიო
კირბი - აშშ მუშაობს, რათა ირანს შეკავების ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს
აშშ მუშაობს, რათა ირანს შეკავების ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. კირბის თქმით, შეერთებული შტატები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ძალიან სერიოზულად ეკიდება. "ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ მოქმედებას, რათა დავიცვათ ჩვენი ჯარები და ჩვენი ობიექტები. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ დავარტყამთ და ვიმოქმედებთ ამისთვის. და ეს არის ძლიერი გზავნილი, რომელიც ირანმა უნდა აითვისოს. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ამ პასუხისმგებლობას. ჩვენ ასევე ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ეროვნული უსაფრთხოების ჩვენს ინტერესებს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სიგნალს ვუგზავნით ყველა აქტორს, არა მხოლოდ ირანს, არამედ ყველა აქტორს, რა თქმა უნდა, ირანის ჩათვლით, რომ ჩვენ დავიცავთ ჩვენს ჯარს", - განაცხადა ჯონ კირბიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)