10:28 - 30 Apr, 2026
|
2023-10-30 19:17:45, 694 ნახვა
მსოფლიო
„ჰამასმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ისრაელიდან გატაცებული მძევლები ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებენ და ტყვეთა გაცვლისკენ მოუწოდებენ
ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ისრაელიდან გატაცებული მძევლები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს აკრიტიკებენ, რადგან მან 7 ოქტომბრის თავდასხმის არიდება ვერ მოახერხა. ვიდეოში მძევლები პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, რომ მათი გათავისუფლება უზრუნველყოს. „ჩვენ ვაგებთ პასუხს თქვენს პოლიტიკურ, უსაფრთხოების და სამხედრო მარცხზე 7 ოქტომბერს. ჯარი არ იყო, არავინ მოსულა. არავინ დაგვიცვა. ჩვენ ვართ უდანაშაულო მოქალაქეები, რომლებიც გადასახადებს ვიხდით. ტყვეობაში ვართ ცუდ მდგომარეობაში. თქვენ გვკლავთ. გინდათ ჩვენი მოკვლა? არ არის საკმარისი ისრაელის მოკლული მოქალაქეების რაოდენობა? ახლავე გაგვათავისუფლეთ“, - აცხადებენ მძევლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)