06:52 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-30 17:07:56, 721 ნახვა

საზოგადოება
EPTA: მომავალ წელს კონფერენციას საქართველო უმასპინძლებს

პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანება (EPTA) იუსტიციის სასწავლო ცენტრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„მოხარული ვართ, გაგიზიაროთ, რომ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (TCJ) დათანხმდა EPTA-ს თავმჯდომარეობას 2024 წელს. EPTA-ს მე-17 წლიური კონფერენცია საქართველოში გაიმართება", – აღნიშნულია ვებგვერდზე.

როგორც ცნობილია, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარე გახდა. იუსტიციის სასწავლო ცენტრი ორგანიზაციას ერთი წლის ვადით, 2024 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

EPTA-ს თავმჯდომარის ეგიდით, იუსტიციის სასწავლო ცენტრს საშუალება ექნება, ხელი შეუწყოს პენიტენციურ სისტემაში ინოვაციური სასწავლო მეთოდებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას.

EPTA 2010 წელს დაარსდა და ევროსაბჭოს წევრ 36 ქვეყანას აერთიანებს. ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპის მასშტაბით პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კუთხით. ინფორმაცია სრულად: https://www.epta.info/





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics