|
2023-10-30 13:18:52, 583 ნახვა
საზოგადოება
მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა გათიშეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა გათიშეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა მიიღო. კოჭლამაზაშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტი სასამართლოში "პოლიტიკურ მიმომხილველად არ არის მოწვეული". "მოსამართლეებს, ამის უფლება კანონიერად გვაქვს შეძენილი, რომ ნებისმიერ დროს, მხარე იქნება, ბრალდებული იქნება თუ დასაკითხი პირი, რომელიც გასცდება სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს, მისი საუბარი მოსამართლემ შეაჩეროს. ამ შემთხვევაში, მოხდა სწორედ ეს“,- განაცხადა კოჭლამაზაშვილმა. მოსამართლის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ბადრი კოჭლამაზაშვილის აცილება მოითხოვეს, რასაც არ დაეთანხმა ბრალდების მხარე და არც კოჭლამაშვილმა დააკმაყოფილა შუამდგომლობა თვითაცილებასთან დაკავშირებით. "ბადრი კოჭლამაზაშვილს ჰქონდა დავალება, მიხეილ სააკაშვილი შეეზღუდა მაქსიმალურად. ამ მოსამართლეს არ უჭირს უკანონო გადაწყვეტილებების მიღება, ეს მისი ნიშააა, თუმცა დღეს გასცდა მის მიერვე დაწესებულ ყველანაირ სტანდარტს და მიხეილ სააკაშვილი გათიშა სასამართლო სხდომის დარბაზიდან",- განაცხადა სააკაშვილის უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ "მთავარ არხთან" საუბრისას. სხდომა 20 ნოემბრამდე გადაიდო. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)