|
2023-10-30 12:35:09, 525 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილეს უმასპინძლა
„საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union”) თავმჯდომარის მოადგილეს უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს. „საქართველოს ფოსტის“ ცნობით, ბ-ნ მარიან ოსვალდი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილემ „Silk Road Forum”-ის ფარგლებში, შეხვედრები გამართა სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელ პირებთან. „საქართველოს ფოსტის“ გენერალურ დირექტორთან ბ-ნ ლევან ჩიკვაიძესთან შეხვედრისას, საუბარი გაიმართა საფოსტო დარგში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. აღსანიშნავია, რომ „მსოფლიო საფოსტო კავშირი“ აერთიანებს 192 ქვეყნის საფოსტო ოპერატორს და უზრუნველყოფს, ქვეყნებს შორის, მჭიდრო თანამშრომლობასა და საფოსტო დარგის სტრატეგიის განხორციელებას“, - ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)