|
2023-10-30 10:56:47, 642 ნახვა
მსოფლიო
მედია - მაჰაჩყალის აეროპორტში 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა - დაკავებულია 60 პირი
დაღესტანში, მაჰაჩყალის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას TASS ავრცელებს. როგორც რუსული პროპაგანდისტული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, დაშავებულთა შორის პოლიციელები და მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. "10 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, მათგან 2-ის მდგომარეობა მძიმეა",- აცხადებენ უწყებაში. TASS-ის ინფორმაციით, აეროპორტში მომხდარ ინციდენტში მონაწილე 150-ზე მეტი პირი იდენტიფიცირებულია, მათგან 60 დაკავებულია. ცნობისთვის, გუშინ, 29 ოქტომბერს, მაჰაჩყალის აეროპორტში არეულობა მოხდა. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც აეროპორტში თელ-ავივიდან სამგზავრო თვითმფრინავის დაშვების წინ, ანტისემიტურ აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. პროპალესტინელები დამცავი ღობის გარღვევის შემდეგ, ისრაელელებზე თავდასხმის მოტივით, ასაფრენ ბილიკზე და აეროპორტის შენობაშიც შეიჭრნენ. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პალესტინის დროშები. Telegram-ზე გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ისროდნენ ქვებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)