|
2023-10-30 10:19:58, 560 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მსოფლიოს ბანკის ერთობლივი „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ (GRAIL) პირველი ხელშემწყობი მისია. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განსახორციელებელი სამუშაოები დაიგეგმა. აღნიშნული გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორ როლანდ პრაისთან, GRAIL-ის ხელმძღვანელ რანუ შინჰასთან და პროექტის თანახელმძღვანელ იან ნიჯჰოფისთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა. „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება. მაქსიმალურად ეფექტიანი შედეგის მისაღებად, ერთობლივი მუშაობა აუცილებელია. დაინტერესება ორივე მხრიდან ძალიან მაღალია და საუკეთესო შედეგის მისაღწევად ყველა წინაპირობა არსებობს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა ყურადღება გაამახვილა მხარეებს შორის ეფექტიან კოორდინაციაზე და აღნიშნა, რომ „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი“ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი წარმატებების მომტანი იქნება. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)