10:28 - 30 Apr, 2026
|
2023-10-30 10:14:12, 756 ნახვა
მსოფლიო
კამალა ჰარისი - აშშ-ს ისრაელში ან ღაზაში საბრძოლო ჯარების გაგზავნის განზრახვა არ აქვს, წერტილი
ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ აშშ-ს ისრაელში ან ღაზას სექტორში საბრძოლო ჯარების გაგზავნის განზრახვა ან გეგმა არ აქვს. ჰარისის თქმით, შეერთებული შტატები ისრაელს რჩევებსა და აღჭურვილობას აძლევდა და დიპლომატიურ მხარდაჭერას უწევდა. "ჩვენ არანაირი განზრახვა არ გვაქვს და არც რამე გეგმები გვაქვს საბრძოლო ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით ისრაელში ან ღაზაში, წერტილი. ისრაელს, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე, აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. როგორც ითქვა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "ჰამასისა" და პალესტინელების გაიგივება არ მოხდეს",- თქვა ჰარისმა. ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, პალესტინელები უსაფრთხოების თანაბარ ზომებსა და თვითგამორკვევას იმსახურებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)