10:29 - 30 Apr, 2026
|
2023-10-30 10:10:06, 647 ნახვა
მსოფლიო
სერგეი შოიგუ სამუშაო ვიზიტით პეკინში ჩავიდა
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ პეკინში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის ფარგლებში სერგეი შოიგუ ქსიანშანის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. „რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პლენარულ სხდომაზე მოხსენებას გააკეთებს თემაზე „დიდი სახელმწიფოების პასუხისმგებლობა და თანამშრომლობა გლობალური უსაფრთხოების სფეროში“, - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთის, ქსიანშანის უსაფრთხოების ფორუმი 29 ოქტომბერს გაიხსნა და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფორუმს 90-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის აშშ, დიდი ბრიტანეთი, ირანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)