|
2023-10-29 16:05:08, 727 ნახვა
მსოფლიო
ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატები გაიწვია
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა, რომ ისრაელმა თურქეთიდან თავისი დიპლომატები გამოიხმო. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of israel-ი ავრცელებს. როგორც მედია წერს, აღნიშნულის მიზეზი გახდა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება, რომელიც მან სტამბულში პალესტინელების მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე გააკეთა. „თურქეთის მხრიდან ესკალაციის რიტორიკის ფონზე, მე გავეცი დავალება თურქეთიდან დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების შესახებ, რათა გადამეხედა ისრაელ-თურქეთის ურთიერთობებისთვის“,- ნათქვამია ელი კოენის განცხადებაში. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბულში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ ქვეყანა, ღაზას სექტორში ქმედებების გამო, ისრაელის "ომის დამნაშავედ" გამოცხადებას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)