06:54 - 01 May, 2026
|
2023-10-29 14:33:55, 645 ნახვა
საზოგადოება
ადგილობრივი მედიის ცნობით, ისრაელში 9 წლის ქართველი ებრაელი გოგონა დაიღუპა
ისრაელის ქალაქ აშდოდში მდებარე ასუტას საავადმყოფო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, კლინიკაში 9 წლის ქართველი ებრაელი გოგონა, თამარ ჰაია თორფიაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ The Times Of Israel-ი წერს. გამოცემის ცნობით, გოგონას გასულ კვირას "ჰამასის" სარაკეტო თავდასხმის დროს, სირენების ჩართვის შემდეგ გულის შეტევა დაემართა. როგორც "ექსპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საკონსულო გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებთან დაკავშირებას ცდილობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)