|
2023-10-29 13:53:29, 662 ნახვა
მსოფლიო
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი - მრცხვენია გაეროს გამო - მოდი, დავტოვოთ ის
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნეხოვა გაეროს, ისრაელი-"ჰამასის" კონფლიქტთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის გამო აკრიტიკებს. ჩერნეხოვა ჩეხეთს ორგანიზაციის დატოვებისკენ მოუწოდებს. „ზუსტად სამი კვირის წინ, „ჰამასმა“ 1 400-ზე მეტი ისრაელელი მოკლა - ეს უფრო მეტია, ვიდრე „ალ-ქაიდამ“ 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მოკლა. მრცხვენია გაეროს გამო. ჩემი აზრით, ჩეხეთი არაფერს უნდა ელოდოს ორგანიზაციისგან, რომელიც მხარს ტერორისტებს უჭერს და თავდაცვის ძირითად უფლებას პატივს არ სცემს. მოდი, დავტოვოთ ის“,- ამბობს ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი. ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო, ხოლო 45-მა თავი შეიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)