10:28 - 30 Apr, 2026
|
2023-10-28 15:56:20, 775 ნახვა
მსოფლიო
ლოიდ ოსტინი - ისრაელის სამხედრო ოპერაციის განხორციელების დროს ღაზას სექტორში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა მნიშვნელოვანია
ისრაელის სამხედრო ოპერაციის განხორციელების დროს ღაზას სექტორში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა მნიშვნელოვანია, - ამის შესხებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ლოიდ ოსტინი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს და ხაზი გაუსვა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის საუბარი მძევლების გათავისუფლების საკითხისაც შეეხო. ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ გუშინ, 27 ოქტომბერს განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები ოპერაციებს აფართოებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)