10:29 - 30 Apr, 2026
|
2023-10-28 14:05:25, 816 ნახვა
მსოფლიო
IDF - ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარ ამოცანად მძევლების გათავისუფლება რჩება
ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარ ამოცანად მძევლების გათავისუფლება რჩება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჰაგარის თქმით, ისრაელი მიზნების მისაღწევად მუშაობს, რაც მძევლების გათავისუფლებასთან ერთად, „ჰამასის“ დაშლასა და სასაზღვრო უსაფრთხოებას გულისხმობს. „ვმუშაობთ დასახული მიზნების მისაღწევად. ესენია „ჰამასის“ დაშლა, სასაზღვრო უსაფრთხოება და გატაცებული მძევლების გათავისუფლება. ეს უკანასკნელი უზენაეს ეროვნულ ძალისხმევას წარმოადგენს. მთელი ჩვენი საქმიანობა, როგორც ოპერაციული, ისე სადაზვერვო, მიმართულია ამ მიზნის მიღწევაზე“, - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)