|
2023-10-27 22:18:47, 837 ნახვა
მსოფლიო
ღაზას სექტორი სრულად გათიშულია კომუნიკაციისგან და ინტენსიურად იბომბება
ღაზას სექტორი სრულად გათიშულია კომუნიკაციისგან- არ მიეწოდებათ ინტერნეტი- ფიჭური, სატელევიზიო ქსელები ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა სრულად გამოიყვანეს მწყობრიდან. ამის შესახებ ალ ჯაზირა და დასავლური მედია იუწყება. არსებული ინფორმაციით, ცაჰალმა უკვე დაიწყო სახმელეთო ოპერაცია ღაზას სექტორში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის ავიაციის ამ წუთებში მიმდინარე უწყვეტი საავიაციო დაბომბვების ფონზე AL Jazeera-ს კორესპონდენტმა შეძლო საკუთარ ტელეკომპანიასთან დაკავშირება, სადაც ის ამბობს : „ არ ვართ კარგად, ყველგან სხეულის ნაწილებია მიმოფანტული- რაკეტები არ განასხვავებენ ერთმანეთისგან ახალგაზრდებს, თუ მოხუცებს- ისმის არანორმალური დაბომბვების ხმა, რომელიც არც ერთი წუთით არ ცხრება“. - ამბობს ჟურნალისტი. ისრაელის ჯავშანტექნიკა- ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები მოძრაობენ ჩრდილოეთ ღაზის სექტორის მახლობლად, საიდანაც უახლოეს საათებში მოსლოდნელია ისრაელის შეიარაღებული ძალების შტურმის დაწყება. მანამდე ცაჰალმა გაავრცელა განცხადება სადაც ნათქვამია, რომ ისრაელი სახმელეთო ოპერაციას იწყებს. „ისრაელი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას იწყებს“ ---უახლოეს საათებში მოსალოდნელია დაიწყოს საბრძოლო ტექნიკისა და ქვეითი მებრძოლების ღაზას ტერიტორიაზე შესვლა და ჰამასის სამხედრო-პოლიტიკური კომპონენტების განადგურების დაწყება- მთავარი სამიზნე იქნება რა თქმა უნდა მიწისქვეშა გვირაბები, სადაც ტერორისტებს განთავსებული აქვთ სარაკეტო შეიარაღება, რომელთაც ისრაელის დასაბომბად აქტიურად იყენებენ. - წერია ცაჰალის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)