11:37 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 22:18:48, 841 ნახვა

მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ლიბანსა და პალესტინაში მოქმედ დაჯგუფებებს თითი სასხლეტზე უდევთ

ლიბანსა და პალესტინაში მოქმედ დაჯგუფებებს სასხლეტზე უდევთ თითი იმ შემთხვევისთვის, თუ ისრაელი საომარ მოქმედებებს არ შეაჩერებს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ირანი „ჰამასს“ მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს, ვინაიდან „ჰამასს“ საბრძოლველად საკმარისი საკუთრი შეიარაღება აქვს.

„ორი კვირის მქონდა ვიზიტები რეგიონში, შევხვდი ლიბანში წინააღმდეგობის ლიდერებს, პალესტინურ დაჯგუფებებს. როგორც მათი გეგმებიდან შევიტყვე, მათ სასხლეტზე უდევთ თითი. თუ ეს ქმედებები გაგრძელდება, თუ იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზაში ისევ დაიხოცებიან ბავშვები და ქალები, ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - აღნიშნა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics