08:16 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-27 12:19:41, 526 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის პროცესი მიმდინარეობს

დაცული ტერიტორიების სააგენტოში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული მიმართულებით, სააგენტოს მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებს ტრენინგების მორიგი ეტაპი ჩაუტარდათ.

„ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის რეფორმა საქართველოში ეტაპობრივად მიმდინარეობს საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად და წარმოადგენს ქვეყნისთვის საჯარო ფინანსების მართვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს. საქართველოს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის სტრუქტურა სრულად შეესაბამება ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრი და წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებულ მოდელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ერთ-ერთი პირველია საპილოტე სამინისტროებსა და სსიპებს შორის, რომლებმაც აღნიშნული პროგრამის დანერგვა უნდა მოახდინონ.

პროგრამის მიზანი საჯარო ფინანსების მართვის ხარისხის გაუმჯობესებაა.

ტრენინგი „რისკების მართვა საჯარო დაწესებულებაში“ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებმა ჩაატარეს. ტრენინგი ხელს შეუწყობს აღნიშნული მიმართულებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლებას და FMC სისტემის ეფექტიან დანერგვას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics