|
2023-10-27 09:51:29, 698 ნახვა
მსოფლიო
ლაიენი - EU ღაზას სექტორის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 50 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს. აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის ლიდერების სამიტზე განაცხადა. ლაიენის თქმით, ევროკავშირისგან გამოყოფილი პირველი, 56 ტონა ჰუმანიტარული დახმარება ღაზას სექტორს უკვე მიეწოდა. გარდა ამისა, სამიტზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს შეშფოთება ღაზაში სიტუაციის გაუარესების გამო და ხაზი გაუსვეს ადამიანთა დახმარების მნიშვნელობას ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით. "ევროკავშირი მუდმივ კონტაქტშია რეგიონის ლიდერებთან, რათა ხელი შეუწყოს ფრონტზე ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მძევლების გათავისუფლებას", - განაცხადა მიშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)