|
2023-10-26 20:43:38, 651 ნახვა
მსოფლიო
ზახაროვა - ვაშინგტონის მიერ წაქეზებული კიევი ოცნებობს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე, სურს ომის გაჩაღება კავკასიასა და დნესტრისპირეთში
ვაშინგტონის მიერ წაქეზებული კიევი ოცნებობს რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე და სურს ომის გაჩაღება კავკასიასა და დნესტრისპირეთში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ზახაროვას თქმით, "აშშ-ში გარკვეული ძალების თვალსაზრისით, მსოფლიო უნდა დაიწვას". „კიევი კვლავ ოცნებობს რუსეთის წინააღმდეგ, როგორც ამბობენ, მეორე ფრონტის გახსნაზე. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა, ზელენსკის შემდეგ, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოუწოდა საქართველოს მსგავსი სამხედრო მოქმედებების დაწყებისკენ, მსგავსი მოწოდებით მიმართა მოლდოვის ხელისუფლებას. ვინ დგას მათ უკან - რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები. იმიტომ რომ, მათი გადმოსახედიდან, აშშ-ში გარკვეული ძალების თვალსაზრისით, მსოფლიო უნდა დაიწვას“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)