|
2023-10-26 19:47:51, 627 ნახვა
საზოგადოება
ჯაღმაიძე კირბალში რუსების მიერ ტაძრის კარის აჭედვაზე - ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც მკაცრი ზომების მიღების მიზეზი გახდა
ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები რუს სამხედროებს, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა, - ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 28 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში წმინდა ლომისის ტაძრის კარი აჭედეს. ჯაღმაიძის თქმით, კირბალში მომლოცველებს შესვლა შეეძლოთ, იქამდე, სანამ იქ "ვიღაცამ ქართული დროშა" ააფრიალა. "იქაც შესაძლებელი იყო რაღაც პერიოდის წინ გადასვლა, წელსაც იყვნენ გადასულები ჩვენი მომლოცველები, სასულიერო პირები მიდიოდნენ, მაგრამ ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები რუს სამხედროებს, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ. ცნობისთვის, 28 აგვისტოს, "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედრო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში წმინდა ლომისის ტაძრის კარი აჭედეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)