|
2023-10-26 19:21:59, 633 ნახვა
მსოფლიო
მიშელი - ევროკავშირი ერთიანია ღირებულებების დაცვაში და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, რომ დაიცვას თავი
ევროკავშირში ერთიანები ვართ ჩვენი პრინციპების, ღირებულებების დაცვაში და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ისრაელს, მის უფლებას, რომ დაიცვას თავი, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. მიშელის თქმით, ევროკავშირი გმობს „ჰამასს“ და მის ტერორისტულ თავდასხმებს და აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაცულები უნდა იყვნენ ყველგან და ყოველთვის. „ჩვენ ვგმობთ „ჰამასს“ და მის სასტიკ ტერორისტულ თავდასხმას. ვიმსჯელებთ ასევე ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ვფიქრობთ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაცულები უნდა იყვნენ ყველგან და ყოველთვის, გვექნება კარგი დებატები ლიდერებთან ერთად. ვისაუბრებთ უკრაინაზე, რა თქმა უნდა ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ვიმსჯელებთ იმაზე, როგორ შეგვიძლია მეტი დახმარების აღმოჩენა“, - განაცხადა მიშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)