|
2023-10-26 14:51:17, 540 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის N46-ში დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა
საბურთალოს რაიონში, აქტიურად გრძელდება დასასვენებელი სივრცეების მოწყობა და რეაბილიტაცია - ამჯერად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები შ. ნუცუბიძის N46-ში, არსებულ სკვერში განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, პირველ ეტაპზე, დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი მოხდა. "სამუშაოების შედეგად, 2 000 კვ. მ ფართობზე განახლდა სკვერის სივრცე და დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. ჰიდროთესვის მეთოდით დაითესა ბალახი და დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. გარდა ამისა, ამავე მისამართზე რეაბილიტირდა 800 კვ. მ ფართობის სპორტული მოედანი. განახლდა ლითონის მავთულბადეები, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა შესაბამისი ინვენტარი. დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორმა კომპანია „ლაგომ“ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 486 590 ლარი დაიხარჯა. სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის კი - 99 551 ლარი გამოიყო და პროექტი კომპანია „დოკასპორტმა“ შეასრულა. დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)