09:21 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 14:28:08, 510 ნახვა

საზოგადოება
თამაზ მღებრიშვილმა მსოფლიო ბანკის მისიის ჯგუფთან შეხვედრა გამართა

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა თამაზ მღებრიშვილმა მსოფლიო ბანკის მისიის ჯგუფთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ (GRAIL) ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

„აღნიშნული პროექტი სახელმწიფოსა და მსოფლიო ბანკის თანამონაწილეობით განხორციელდება. პროექტი ექვსწლიანია და მისი ბიუჯეტი 150 მლნ დოლარს შეადგენს.

პროექტით გათვალისწინებულია აღმოსავლეთ საქართველოში 5 საირიგაციო, ხოლო დასავლეთ საქართველოში - ერთი სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია- მოდერნიზაცია, ასევე, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით, ინსტიტუციური რეფორმის განხორციელება. სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის შედეგად, 25 ათას ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე საირიგაციო მომსახურება გაუმჯობესდება.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს „საქართველოს ირიგაციის სექტორის განვითარების საგზაო რუკა“, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიების, შეფასებების და პროგრამების ერთობლიობას შპს „საქართველოს მელიორაციის“ 2023-2029 წლების სამოქმედო გეგმის აქტივობების განსახორციელებლად. საუბარი შეეხო კომპლექსური ინსტიტუციური რეფორმის პროგრამას, „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტში“ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მნიშვნელობას; ასევე, „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ ფარგლებში საველე დონის ლიდერობის დანერგვის საკითხს. აღნიშნული პროგრამა წარმატებით განხორციელდა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში და ითვალისწინებდა ტრენინგების საშუალებით ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს კომპანიის სათაო და სერვისცენტრების დონეზე ლიდერების გამოვლენას.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სემეკის, მსოფლიო ბანკის პროექტის განმახორციელებელი ერთეულის წარმომადგენლები, მსოფლიო ბანკის ექსპერტები და შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics