|
2023-10-26 11:48:30, 515 ნახვა
საზოგადოება
ტაბახმელაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, თრიალეთის ქ. N2-ის მიმდებარედ სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, სპორტული კომპლექსი მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნებს, 230 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, ტექნიკურ შენობას გასახდელებითა და სხვა საჭირო სივრცეებით, საპარკინგე სივრცეს. ასევე, კომპლექსი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის (მოეწყობა ლიფტი). "მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე ადგილზე გაეცნენ. სპორტული კომპლექსი 7 800 კვ.მ ფართობზე მოეწყობა. სამუშაოები, რომელიც სამ ეტაპად ჩატარდება, 2025 წელს დასრულდება. პროექტის საერთო ღირებულება 3 769 000 ლარს შეადგენს. სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „კვადრელი” ასრულებს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)