|
2023-10-26 10:33:32, 666 ნახვა
მსოფლიო
ლიბიის პარლამენტმა ისრაელის მხარდამჭერი სახელმწიფოების ელჩებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა
ლიბიის პარლამენტი მოითხოვს, იმ სახელმწიფოების ელჩებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელს, ქვეყანა დატოვონ. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ლიბიის პარლამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია იტყობინება, პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თუ "პალესტინელების ხოცვა-ჟლეტა" არ შეწყდება, პარლამენტი მთავრობას მოსთხოვს, ისრაელის მხარდამჭერი ქვეყნებისთვის ნავთობისა და გაზის ექსპორტი შეწყვიტოს. „მოვითხოვთ, იმ სახელმწიფოების ელჩებმა, რომლებიც მხარს უჭერენ ისრაელს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია [ლიბია]. თუკი, სიონისტური მტრის მიერ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტა არ შეჩერდება, ჩვენ ვთხოვთ ლიბიის მთავრობას, შეაჩეროს ნავთობისა და გაზის ექსპორტი იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ მას“,- ნათქვამია პარლამენტის განცხდებაში. პარლამენტი ასევე "მკაცრად გმობს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობების ქმედებებს" და გამოქვეყნებულ განცხადებაში უთითებს, რომ აღნიშნული ქვეყნები "ღაზას სექტორში ისრაელის დანაშაულებს მხარს უჭერენ, ხოლო მათი ლიდერები ადამიანის უფლებებისა და ხალხების თვითგამორკვევის უფლებაზე ლექციებს ატარებენ".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)