|
2023-10-25 20:05:35, 605 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის საგარეო - ერდოღანის მცდელობა, დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია, ვერ ცვლის უდაო ფაქტს, რომ „ჰამასი“ = ISIS
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ლიორ ჰაიათი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას გამოეხმაურა. ისრაელის საგარეო უწყების სპიკერის თქმით, თურქეთის პრეზიდენტის მცდელობაც კი, რომ "დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია და მისი განცხადებები არ შეცვლის იმ საშინელებას, რომელსაც მთელი მსოფლიო შეესწრო და უდაო ფაქტს, რომ „ჰამასი“ = ISIS". "ჰამასი არის ამაზრზენი ტერორისტული ორგანიზაცია, IS*-ზე უარესიც კი. ის სასტიკად და განზრახ კლავს ჩვილებს, ბავშვებს, ქალებს და მოხუცებს, მძევლად აიყვანეს მშვიდობიანი მოსახლეობა და იყენებს საკუთარ ხალხს ცხოველურ ფარად. თურქეთის პრეზიდენტის მცდელობაც კი დაიცვას ტერორისტული ორგანიზაცია და მისი განცხადებები არ შეცვლის იმ საშინელებას, რომელსაც მთელი მსოფლიო შეესწრო და უდაო ფაქტს, რომ „ჰამასი“ = ISIS", - წერს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი. შეგახსენებთ, ერდორანმა დღეს განაცხადა, რომ "ჰამასი" ტერორისტული ორგანიზაცია არ არის და ეს არის მოჯაჰედების ჯგუფი, რომელიც იცავს თავის მიწებს". ამასთან ერთად, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელში ვიზიტიც გააუქმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)