|
2023-10-25 18:57:56, 640 ნახვა
მსოფლიო
გუტერეში - შოკირებული ვარ ჩემი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაციით, მე არ ვამართლებ „ჰამასის“ ტერორისტულ აქტებს და ვგმობ მათ
შოკირებული ვარ ჩემი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაციით, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რითაც უშიშროების საბჭოზე გაკეთებული განცხადება განმარტა. გუტერეშის თქმით, ის არ ამართლებს „ჰამასის“ ტერორისტულ აქტებს და მათ გმობს. „მართლაც, მე ვისაუბრე პალესტინელი ხალხის უბედურებაზე. ამ დროს მე ვთქვი: „მაგრამ პალესტინელი ხალხის ტანჯვა ვერ გაამართლებს „ჰამასის“ საზარელ თავდასხმას“. მე არ ვამართლებ „ჰამასის“ ტერორისტულ აქტებს და ვგმობ მათ“, - განაცხადა გუტერეშმა. ცნობისთვის, გუშინ 24 ოქტომბერს, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევა დაგმო. "მე ღრმად ვარ შეშფოთებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევით, რასაც ჩვენ ვხედავთ ღაზაში. მკაფიოდ განვაცხადოთ: შეიარაღებული კონფლიქტის არცერთი მხარე არ დგას საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე მაღლა", - განაცხადა გუტერეშმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)