09:21 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 16:13:52, 580 ნახვა

საზოგადოება
გლდანის პირველი მიკრორაიონის N23 კორპუსის აივნების გამაგრება მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა სამუშაოს ახორციელებს. მათ შორის, გლდანის პირველი მიკრორაიონის N23 კორპუსში აივნების გამაგრება მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, სამი სადარბაზოს 15 დაზიანებული აივანი ლითონის კონსტრუქციებით მაგრდება. ილესება და ტარდება სამღებრო სამუშაოები, ხორციელდება მოაჯირების რეაბილიტაცია.

„ასევე, მსგავსი ტიპის სამუშაოები ტარდება გლდანის პირველი მიკრორაიონის N23 ა და ბ კორპუსებში.

ჯამში, ავარიული აივნების გამაგრებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 350 000 ლარამდე დაიხარჯება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics