|
2023-10-25 15:57:02, 758 ნახვა
საზოგადოება
Meduza - უკრაინიდან რუსეთში გატაცებულ 7 ყოფილ პატიმარს საქართველოში არ უშვებენ
საქართველოში არ უშვებენ უკრაინელ ყოფილ პატიმრებს, რომლებიც 2022 წლის შემოდგომაზე რუსეთმა ხერსონიდან იძულებით რუსულ კოლონიებში გადაიყვანა, სასჯელის ვადის გასვლის შემდეგ კი, მათი დეპორტაცია მოახდინა და 8 წლით რუსეთში შესვლა აუკრძალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Meduza ავრცელებს. Meduza-ს ცნობით, საუბარია შვიდ ადამიანზე, რომელთაგან ოთხს უკრაინული პასპორტი, ხოლო სამს მხოლოდ რუსეთის კოლონიებიდან გათავისუფლების მოწმობა აქვს. როგორც გამოცემას ორგანიზაცია Volunteers Tbilisi-ში განუცხადეს, შვიდკაციანმა ჯგუფმა ზემო ლარსიდან საზღვრის გადმოკვეთა 11 ოქტომბერს სცადა, თუმცა, მესაზღვრეებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რადგან ქართული მხარე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს ელოდება. "ყველა ჩვენგანი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ მხოლოდ სახლში დაბრუნება გვსურს", - განუცხადა ბუფერულ ზონაში მყოფმა ერთ-ერთმა ყოფილმა პატიმარმა Meduza-ს. გამოცემის ცნობითვე, უკრაინის მოქალაქეებმა დახმარებისთვის უკრაინის საელჩოს საქართველოში, გაეროსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს, თუმცა ამ დრომდე პრობლემა არ მოგვარებულა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)