|
2023-10-25 12:23:11, 532 ნახვა
საზოგადოება
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა იური ნოზაძემ და დავით იოსებაშვილმა დაათვალიერეს
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა დაათვალიერეს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) თანადაფინანსებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა - განახლდა ბორჯომ-ხარაგაულის ვიზიტორთა ცენტრის ეზო და განათების სისტემა, ჩატარდა ვიზიტორთა ცენტრისა და ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოები და ცენტრის შენობის ფასადის რეაბილიტაცია. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილია საქართველოში, რომელიც ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა. დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად ზრუნავს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარებაზე როგორც ბუნების დაცვის, ისე ეკოტურისტული მიმართულებით. ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)