|
2023-10-24 20:06:40, 613 ნახვა
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ თავდასხმა ჰოლოკოსტს შეადარა
საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ თავდასხმა ჰოლოკოსტს შეადარა. ნეთანიაჰუს თქმით, „ჰამასი“ ემუქრება ებრაელებს, ახლო აღმოსავლეთს, ევროპას, მთელ მსოფლიოს. ნეთანიაჰუმ ღაზას „ისლამური სახელმწიფოს ანკლავი“ უწოდა. „„ჰამასი“ პასუხისმგებელია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლზე, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ომში ვიბრძოლოთ რაც შეიძლება სწრაფად. მაგრამ ეს შეიძლება, იყოს ხანგრძლივი ომი. როდესაც ეს დასრულდება, ისრაელის ხალხი აღადგენს თავის თემებს და ღაზის ხალხი აღარ იცხოვრებს „ჰამასის“ ტირანიის ქვეშ. მაგრამ ერთი პირობაა, „ჰამასი“ უნდა განადგურდეს. გამოცდა დასავლეთისთვის და ცივილიზაციისთვის არის „ჰამასი“. „ჰამასი“ თუ გამარჯვებული გამოვა, ჩვენ, ყველანი წავაგებთ. ევროპას საფრთხე დაემუქრება. „ჰეზბოლა“ თუ დაუშვებს შეცდომას და შეუერთდება ამ ომს, ის ინანებს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)