|
2023-10-24 15:59:54, 674 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით AWS Cloud Day გაიმართა
"საქართველოს ბანკი" როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურად უჭერს მხარს ტექნოლოგიური სფეროს განვითარებას საქართველოში. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Amazon – ის ღონისძიება AWS Cloud Day 21 ოქტომბერს, სტამბაში გაიმართა. ღონისძიებაზე სპიკერებმა მისულ სტუმრებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და განიხილეს საუკეთესო პრაქტიკები ისეთ თემებზე როგორიცაა: ქლაუდ ტექნოლოგიები, ამაზონ ვებ სერვისი, ქლაუდის უსაფრთხოება, DevOps, Machine Learning და სხვა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ინდივიდუალურ სესიებს, ჩართულიყვნენ დისკუსიებში და გაეცნოთ ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული ადამიანები. მოწვეულ სპიკერებს შორის იყვნენ "საქართველოს ბანკის" უფროსი მონაცემთა მეცნიერი - ზურაბ ძინძიბაძე, რომელიც ამაზონის დახმარებით ქართული ხმის მანქანური გატექსტების მასშტაბირების შესახებ , ხოლო ბანკის Expert პროგრამ მენეჯერმა - სალომე ბაქრაძემ ბანკის Cloud journey-ის შესახებ ისაუბრა. „მოხარული ვართ რომ გვქონდა შესაძლებლობა სპიკერის როლში გვესაუბრა იმ ციფრული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ რომელიც "საქართველოს ბანკში" დავნერგეთ AWS - თან პარტნიორობით. ღონისძიებაზე ფართო აუდიტორიას გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება და გამოწვევები და ვისაუბრეთ ისეთ თემებზე როგორიცაა: "საქართველოს ბანკის" Cloud Journey, ქლაუდ ტექნოლოგიები, ქლაუდის უსაფრთხოება და სხვა. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, რათა გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ტენდენციებს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს "საქართველოს ბანკსა" და AWS -ს შორის ღირებულ თანამშრომლობას. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მომხმარებლებისთვის მეტი ტექნოლოგიური პროდუქტის შეთავაზებას“, - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)