12:44 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 12:30:14, 917 ნახვა

მსოფლიო
მაკრონი ისრაელის პრეზიდენტს - ადამიანები მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ებრაელები იყვნენ და მშვიდად ცხოვრება სურდათ

ადამიანები მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ ებრაელები იყვნენ და მშვიდად ცხოვრება სურდათ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრეზიდენტთან, ისააკ ჰერცოგთან შეხვედრისას განაცხადა.

მაკრონის თქმით, საფრანგეთისა და ისრაელის პირველი მიზანი ყველა მძევლის გათავისუფლება უნდა იყოს.

"რაც მოხდა, არასოდეს დავივიწყებთ და ჩვენ ვიქნებით აქ დღეს, ხვალ და ზეგ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ეს ხალხი მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელები იყვნენ და მშვიდად ცხოვრება სურდათ. მინდა დავრწმუნდე, რომ თქვენ მარტო არ დარჩებით ტერორიზმის წინააღმდეგ ომში, რადგან მე ვლაპარაკობ იმ ქვეყნის სახელით, რომელმაც განიცადა ტერორისტული თავდასხმები. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი მოვალეობა, ვიბრძოლოთ ამ ტერორიზმის წინააღმდეგ, ყოველგვარი დაბნეულობისა და კონფლიქტის გაფართოების გარეშე",- განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, როგორც ისააკ ჰერცოგმა შეხვედრაზე განაცხადა, ვითარება უკიდურესად რთულია, თუმცა ისრაელი მზადაა, სრულად გაანადგუროს მტერი.

"სიტუაცია უკიდურესად რთული და მყიფეა. ჩვენ მზად ვართ, გავანადგუროთ ჩვენი მტრები. თუ "ჰეზბოლა" ომში ჩაგვითრევს, ცხადი უნდა იყოს, რომ ლიბანი ამის საფასურს გადაიხდის. ის არ შეიძლება იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის სუვერენული წევრი", - განაცხადა ჰერცოგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics