10:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 09:38:16, 882 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროში ჟურნალ „იუსტიციის“ მეხუთე ნომრის პრეზენტაცია და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

იუსტიციის სამინისტროში ჟურნალ „იუსტიციის" მეხუთე ნომრის პრეზენტაცია და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან ერთად ჟურნალ „იუსტიციის" ახალი ნომერი განიხილა და მის მომავალ გამოცემებთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა.

"ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, იუსტიციის მინისტრის მრჩეველმა მინდია უგრეხელიძემ, ჟურნალში გამოქვეყნებული მასალების მიმოხილვისას ხაზი გაუსვა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს" როლს კლასიკად აღიარებული ნაშრომების ქართულენოვანი ვერსიების თარგმნის საქმეში.

სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო ხელშეკრულებათა გამიჯვნის სამართლებრივ და პრაქტიკულ ასპექტებზეც იმსჯელეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიისა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები, აგრეთვე, სხვა მოწვეული სტუმრები",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ჟურნალის ელექტრონული ვერსია





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
პოლონეთში ქუჩაში ცემით მოკლული, საქართველოს მოქალაქე 37 წლის გიორგი ჭილაშვილია
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობტერმინალს ორი კვირის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics