13:49 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 20:46:30, 788 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დამატებით 20 მილიონი ფუნტის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დამატებით 20 მილიონი ფუნტის ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გამოყოფს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

როგორც სუნაკი აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც და „ჰამასიც“ დამარცხდებიან.

„მივესალმებით რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის შეზღუდულ გახსნას, ეს მნიშვნელოვანი პროგრესია და დიპლომატიის ძალაუფლების დასტურია, მაგრამ საკმარისი არ არის. გვჭირდება მუდმივი დახმარების ნაკადი, რომლის მეშვეობითაც შევა წყალი, საკვები, წამალი და საწვავი, რომელიც ასე ძალიან სჭირდებათ. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ დიპლომატიურ ზეწოლას. ჩვენ უკვე გამოვყავით 10 მილიონი ფუნტი ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად, ახლა კი წინ მივდივართ. ჩვენ გადავწყვიტეთ, გამოვყოთ 20 მილიონი ფუნტის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რაც ორჯერ აღემატება  პალესტინელი ხალხისთვის ჩვენს წინა დახმარებას“, - განაცხადა სუნაკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო ბოლო სამ წელში 58 ადგილით ჩამოქვეითდა - რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
ტურისტების დანახარჯები I კვარტალში 5%-ით შემცირდა
მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics