10:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 12:43:54, 722 ნახვა

საზოგადოება
TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის: შეხვედრები რეგიონებში

თუ გაქვს ძლიერი სურვილი და მოტივაცია გადადგა პირველი ნაბიჯები ტექნოლოგიებში ან უკვე მოღვაწეობ ამ სფეროში და გსურს გაიღრმაო ცოდნა, "თიბისი" და USAID, კარიერული განვითარებისთვის, გთავაზობთ სრულად დაფინანსებულ საგანმანათლებლო ტექკურსებს.

პროექტი „TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 18 წელს ზევით მსურველების, 700-ზე მეტი ტექნოლოგიური ტალანტის მომზადებასა და გადამზადებას ითვალისწინებს შემდეგი მიმართულებებით: IOS Development, DevOps, Information Security, Python, React, Blockchain, TOT. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ტექნოლოგიების სფეროში ქალთა ხელშეწყობა და გაძლიერებაა, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროგრამები წარიმართება "თიბისის" IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. შეხვედრები ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას.

წარმატებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების მხარდაჭერა "თიბისისა" და მის პარტნიორ  ტექნოლოგიურ კომპანიებში.

თუ გსურს გაიგო მეტი პროექტზე და გასცე პასუხი კითხვებს: რა შესაძლებლობებს გაძლევს პროექტი? როგორ უნდა მოხვდე სრულად დაფინანსებულ ტექნოლოგიურ კურსებზე? რას ისწავლი, როგორ ისწავლი და სად შეძლებ დასაქმებას?  შემოგვიერთდი პროექტის საინფორმაციო შეხვედრებზე, რომლებიც ჩატარდება შემდეგ რეგიონებში:

  • ქუთაისი | 25 ოქტომბერი, 15:00 | გრიშაშვილის ქ. #26, "თიბისი ბანკის" ფილიალი | დარეგისტრირდი: https://forms.office.com/e/TnmBx0aXjG
  • ბათუმი | 26 ოქტომბერი, 13:00 | ზუბალაშვილის ქ. #37, "თიბისი ბანკის" ფილიალი | დარეგისტრირდი: https://forms.office.com/e/UQ1Qb7nbdw
  • ზუგდიდი | 27 ოქტომბერი, 12:00 | ლაღიძის ქ. #1, ზუგდიდის ტექნოპარკი |დარეგისტრირდი: https://forms.office.com/e/tFvYTxPzhx
  • გორი | 3 ნოემბერი, 15:00 | ჭავჭავაძის ქ. #53, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი (ადმინისტრაციული შენობა, მე-2 სართული) |დარეგისტრირდი: https://forms.office.com/e/AXd7pN3rW7
  • თელავი | 6 ნოემბერი, 15:00 | რუსთაველის გამზ. #11, თელავის ტექნოპარკი |    დარეგისტრირდი: https://forms.office.com/e/czQnf0JBa8

შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია, საჭიროა მხოლოდ წინასწარი რეგისტრაცია!

პროექტი „TBCxUSAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ ეს არის შესაძლებლობა კარიერული განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები გადადგა ტექნოლოგიების სფეროში, შეიცვალო ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებული მიმართულებებში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
პოლონეთში ქუჩაში ცემით მოკლული, საქართველოს მოქალაქე 37 წლის გიორგი ჭილაშვილია
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობტერმინალს ორი კვირის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics