|
2023-10-23 09:22:23, 716 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი და მარკ რუტე ისრაელს ეწვევიან
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ისრაელს ეწვევიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი ავრცელებს. პრემიერის ოფისის ცნობით, მარკ რუტე ისრაელში დღეს, მაკრონი კი სამშაბათს, 24 ოქტომბერს ჩავა. რუტე და მაკრონი ვიზიტის ფარგლებში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდებიან. ოფისის ცნობითვე, ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტთან და ნიდერლანდების პრემიერთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ისრაელს "ჰამასის" სამხედრო შესაძლებლობების აღმოფხვრა აქვს გადაწყვეტილი და რომ ისრაელის "ჰამასზე" გამარჯვება მსოფლიოს გამარჯვება იქნება. შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, "ჰამასმა" ისრაელზე საჰაერო და სახმელეთო იერიშები წამოიწყო და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქს დღემდე ბომბავს, 11 ოქტომბერს, ისრაელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი ჩავიდა. 12 ოქტომბერს, ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეწვია, იქიდან კი, იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ეგვიპტეში გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აღნიშნული ქვეყნების ოფიციალურ პირებს, მათ შორის პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა, ხოლო 16 ოქტომბერს კვლავ ისრაელში დაბრუნდა. 13 ოქტომბერს, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, ურსულა ფონ დერ ლაიენი და რობერტა მეცოლა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც ეწვივნენ. 15 ოქტომბერს, ქვეყანაში ასევე იმყოფებოდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა. 17 ოქტომბერს, ისრაელს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, 18 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ხოლო 19 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ეწვივნენ. ქვეყანაში ჩასვლის სურვილი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)