|
2023-10-20 17:17:28, 546 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ტაქსის ოფიციალური გადაყვანის სერვისი დაემატა
ავტობუსების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს ტაქსის ოფიციალურ სერვისს სთავაზობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. აეროპორტების გაერთიანების ცნობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში აეროპორტის ოფიციალური ტაქსის მომსახურებასთან დაკავშირებით კომპანია BENE EXCLUSIVE-მა გაიმარჯვა. ახალი სერვისის პრეზენტაცია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და კომპანია BENE EXCLUSIVE-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი გორგოძემ გამართეს. აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, კომპანია აეროპორტის მგზავრებს Kia-ს და Toyota-ს ფირმის ეკოლოგიურად სუფთა, უახლეს ჰიბრიდულ ავტომობილებს, დაზღვეულ მგზავრობასა და ფიქსირებულ ტარიფებს სთავაზობს. შესაძლებელია ავტომობილების ელექტრონულად დაჯავშნაც. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილ მგზავრებს დახვდეთ იმ სერვისების ფართო სპექტრი, რომელიც აეროპორტშია საჭირო და ქვეყანაში მოგზაურობისას მგზავრს ესაჭიროება. Bene Exclusive ქუთაისის აეროპორტში საწყის ეტაპზე, 15 უახლესი ავტომობილით არის წარმოდგენილი და ჩვენს მგზავრებს, მაღალი კლასის ტაქსის მომსახურების სერვისს სთავაზობს. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ მგზავრები არამხოლოდ უსაფრთხოდ ჩამოდიან ჩვენს აეროპორტში, არამედ იმ სერვისს, რომელსაც ამ აეროპორტში მიიღებენ მათთვის გარანტირებულად უსაფრთხო იქნება“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ. კომპანია BENE EXCLUSIVE-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ტაქსის სერვისი მთლიანად მგზავრის კომფორტზე უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. ქართული კომპანია BENE EXCLUSIVE მომსახურებას ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ონლაინ ჯავშნების სახით და ადგილზე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში სთავაზობს. ოფიციალური ტაქსით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფიქსირებულ ფასში (ზედა ზღვრის გათვალისწინებით) შეეძლებათ. ხოლო საქართველოს სხვა მიმართულებით კილომეტრაჟის მიხედვით. რაც ქუთაისის აეროპორტს მგზავრებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის. დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას ტელეფონის ნომერზე: 032 052 100 ან ვებგვერდზე www.flytaxi.com. BENE EXCLUSIVE საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მის ავტოპარკში 150 ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილია წარმოდგენილი.
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
პოლონეთში ქუჩაში ცემით მოკლული, საქართველოს მოქალაქე 37 წლის გიორგი ჭილაშვილია
უკრაინამ ტუაფსეში ნავთობტერმინალს ორი კვირის განმავლობაში მეოთხედ დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)