2023-10-20 16:41:28, 612 ნახვა
მსოფლიო
გერმანია ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოყოფს
გერმანია ღაზას სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოყოფს და ადგილზე სამედიცინო ჯგუფებსაც გაგზავნის, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ამანში, იორდანიელ კოლეგასთან, აიმან საფადისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბერბოკის თქმით, გერმანიის გამოყოფილი თანხა დაეხმარება ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა მსოფლიო სასურსათო პროგრამა, UNICEF-ი და გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო (UNRWA).
„ეს კრიზისული მდგომარეობა, რომელი „ჰამასის“ საშინელმა ტერორისტულმა თავდასხმებმა გამოიწვია, ამავდროულად ნიშნავს კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ღაზაში", - განაცხადა ბერბოკმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,